ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

ცეტირამი (Cetiram)

(ანტიალერგიული საშუალებები)

SPECIFAR S.A. for ALET Pharmaceuticals S.A., საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი 10 მგ.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი №20. 
შეფუთვაში 2 ბლისტერი.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალება.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ცეტირიზინი – ანტიჰისტამინური პრეპარატია, რომელსაც ახასიათებს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. ხასიათდება H1 ჰისტამინორეცეპტორების სელექციური ბლოკადით. იგი არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ თვისებებს. თერაპიული დოზით პრაქტიკულად არ იწვევს სედატიურ ეფექტს და ძილიანობას. პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის “დაუყოვნებელ”-ჰისტამინდამოკიდებულ და “გვიან”-უჯრედულ სტადიებზე. ცეტირიზინი ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციას და ადჰეზიას მოლეკულების (ICAM-1 და VCAM-1) ექსპრესიას, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთებითი რეაქციების მარკერებს. იგი თრგუნავს ჰისტამინის ასევე ანთების სხვა მედიატორებისა და ინდუქტორების გამონთავისუფლებას, როგორიცაა PAF (თრომბოციტების გამააქტივებელი ფაქტორი) და სუბსტანცია P, ცეტირიზინი ამცირებს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტრუქციას, ახასიათებს კანის ალერგიული რეაქციების მიმართ მაღალი მაინჰიბირებელი მოქმედება. პრეპარატი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.


ფარმაკოკინეტიკა
ცეტირიზინის მიღებიდან სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება ერთი საათის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ეფექტი ვლინდება 2 სთ-ის შემდეგ. H1 ჰისტამინორეცეპტორების ბლოკადის ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა ახანგრძლივებს მას. ცეტირიზინის თერაპიული დოზით გამოყენების შემთხვევაში არ ვითარდება ტოლერანტობა. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 10-სთ-ს, 6-დან 12 წლამდე ბავშვებში 6 სთ-ს, ხოლო 2-დან 5 წლამდე ბავშვებში 5 სთ-ს.


ჩვენებები
- სეზონური ალერგიული რინიტი;
- ალერგიული კონიუნქტივიტი;
- ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
- პოლინოზი;
- ჭინჭრის ციება (მათ შორის ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება);
- კვინკეს შეშუპება;
- ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია;
- ქრონიკული ალერგიული რინიტი.


დოზირების რეჟიმი
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან: 1 ტაბლეტი (10 მგ)  1-ჯერ დღეში.
6-12 წლამდე ბავშვებში 1 ტაბლეტი (10 მგ) დილას ან 1/2 აბი (5 მგ) 2-ჯერ, დილა-საღამოს.
2-დან 6 წლამდე ბავშვებში: 1/2 ტაბლეტი ერთჯერადად დილას ან 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს).
1-დან 2 წლამდე: 1/4 მგ 2-ჯერ დღეში;
6-თვიდან 12 თვემდე: 1/4 1-ჯერ დღეში.


გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, იშვიათად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია; ცნს-ის მცრივ: შესაძლებელია მცირედ გამოხატული ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ერთეულ შემთხევევბში აგზნებადობა, ალერგიული რეაქციები: იშვიათად კანზე გამონაყარი ან ანგიონევროზული შეშუპება.
გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და გააჩნია გარდამავალი ხასიათი.


უკუჩვენებები
ცეტირიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.


განსაკუთრებული მითითებები
ცეტირიზინი რეკომენდებული დოზით არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას, თუმცა სიფრთხილის დაცვა აუცილებელია. იგი არ ახდენს გავლენას ფსიქიკურ და მოტორულ რეაქციებზე, მისი მიღება დასაშვებია ავტომობილის მართვისას და სხვა აქტიური სამუშაოს შესრულების დროს (დოზის მომატებისას საჭიროა სიფრთხილე).


სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცეტირიზინი გავლენას არ ახდენს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. ცეტირიზინისა და მაკროლიდების ან კეტოკონაზოლის კომბინცია ელექტროკარდიოგრამის მხრივ არ იწვევს ცვლილებებს.


შენახვის პირობები და ვადა
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.


რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.