დექსოლი (Dexol)
(საინფუზიო ხსნარები)
DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერება:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ქლორიდს 0,9 გ.
დექსტროზის მონოჰიდრატს 5,5 გ (ექვივალენტურია 5 გ უწყლო დექსტროზის).
დამატებითი ნივთიერება: საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
დექსოლი (0,9+5) % გამჭირვალე საინფუზიო ხსნარი, პოლიეთილენის ფლაკონში 250 მლ და 500 მლ.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
გლუკოზისა და ელექტროლიტების პარენტერალური ხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი უზრუნველყოფს ექსტრაცელულური ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას, სწრაფად აღადგენს პლაზმის მოცულობას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით (200 კკალ/ლ)
ჩვენებები
- ხშირი ღებინებითა და ფაღარათით გამოწვეული დეჰიდრატაცია;
- საკვებისმიერი ტოქსიკონიფექცია;
- სხვადასხვა ნივთიერებებით მოწამვლა;
- მწვავე სისხლდენა;
- შოკი და კოლაფსი;
- პოსტოპერაციული პერიოდი;
- ჰემორაგიული დიათეზი;
- დამწვრობა.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება ინტრავენური გზით წვეთოვნად, დოზა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, წონაზე, კვებაზე და იმ პრეპრატებზე, რომელასაც ღებულობს.