ახალი დროის სპეციფიკა უნიკალურ პრეპარატებშია...

პროდუქცია
Go
პროდუქცია

დემოტონი-T (Demoton-T)

(ვიტამინები)

DEMO S.A. Pharmaceutical Industry, საბერძნეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი B1 75 მგ
ვიტამინი B2 10 მგ
ვიტამინი B6 25 მგ
ვიტამინი B12 750 მკგ
ვიტამინი A 15 000 ს.ე
ვიტამინი D 1 000 ს.ე
ვიტამინი E 10 მგ
ნიკოტინამიდი 125 მგ
დექსაპანთენოლი 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი (125 მგ/მლ), გენტიზინის მჟავა ეთანოლამიდი, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
10 მლ საინექციო ხსნარი №1 ამპულა.
 


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დემოტონი-T წარმოადგენს წყალში და ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომბინაციას.   
 
ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი) –ორგანიზმში მიმდინარე ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც არის მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტი. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში.  აქტიურად მონაწილეობს სინაფსურ ნაპრალში იმპულსების გადაცემის პროცესებში. იგი უზრუნველყოფს კარდიომიოციტების მეტაბოლიზმისა და კუმშვითი ფუნქციების გაუმჯობესებას.
 
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) _ უჯრედული სუნთქვითი პროცესებისა და მხედველობითი აღქმის პროცესის მნიშვნელოვანი კატალიზატორია. იგი არეგულირებს ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, დნმ-ის წარმოქმნაში ასევე ჰემოგლობინის სინთეზში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილთა რეგენერაციის პროცესებში (მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციაში), ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.
 
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) _ აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოფამინის, ადრენალინის, სეროტონინის, ჰისტამინის ბიოსინთეზში.
 
ნიკოტინამიდი (ვიტამინი PP) - ნიკოტინამიდადენინნუკლეოტიდი (ნად-ი) და მისი ფოსფატი  შედიან მრავალი ფერმენტის შემადგენლობაში, მონაწილეობენ უჯრედული სუნთქვის, გლიკოლიზისა და ცხიმების სინთეზისათვის  აუცილებელი პროტეიდების სინთეზში.
 
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) _ აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნის პროცესისათვის, ის მონაწილეობს ერითროციტების სინთეზში, ასევე მონაწილეობს ტრანსმეთილირების პროცესებში. ხელს უწყობს მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების, ქოლინისა და კრეატინის სინთეზს. ვიტამინი B12 დადებით ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისათვის. B ათეროსკლეროზის დროს ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. ციანკობალამინის კოფერმენტული ფორმები - მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი აუცილებელია უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის.
 
ვიტამინი D  - პარათჰორმონთან და კალციტონინთან ერთად ორგანიზმში არეგულირებს  ფოსფორისა და კალციუმის ცვლას. ხელს უშლის რაქიტის განვითარებას ბავშვებში და  ოსტეომალაციას მოზრდილებში. 
 
ვიტამინი E - აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, მონაწილეობს ჰემოგლობინისა და ცილების ბიოსინთეზში, მონაწილეობს ქსოვილთა მეტაბოლიზმსა და სუნთქვით პროცესებში. ამცირებს ერითროციტების ჰემოლიზს, ზრდის კაპილარების გამავლობასა და ელასტიურობას. დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვულ  და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციებზე. 
 
ვიტამინი A - მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. არეგულირებს ცილების სინთეზსს  დიდ როლს თამაშობს კბილებისა და ძვლების ფორმირებაში. აუცილებელია ახალი უჯრედების ზრდისთვის, ანელებს დაბერების პროცესებს, მონაწილეობს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებაში. მონაწილეობს მხედველობის პიგმენტის სინთეზში. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 
 
დექსაპანთენოლი - აუმჯობესებს ნაწლავის გლუვი მუსკულატურის ფუნქციონირებას და პერისტალტიკას. 

ჩვენებები
- ჰიპო- და ავიტამინოზები;

- რეკონვალესცენციის პერიოდი ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში;
- პრე- და პოსტოპერაციული პერიოდი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, რევმოკარდიტი, მიოკარდიოდისტროფია, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, რეინოს დაავადება, თრომბოზი, არითმია, მეტაბოლური აციდოზი, გულის უკმარისობა;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ვიტამინების შეწოვის დაქვეითება: დისბაქტერიოზი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი;
- ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება: ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
- ანემია;
- სხივური დაავადება;
- ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, კონიუნქტივიტი, კერატიტი, კერატომალაცია;
- ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი,  ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლა, რადიკულიტი, ლუმბაგო, სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, ნეკნთაშორისი ნევრალგია, სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინეიროპათია, პერიფერიული ტრავმები;
- დიაბეტური და ალკოჰოლური ენცეფალოპათია;
- უშვილობა;
- ასთენია;
- ჰიპერთირეოზი;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
 


დოზირების რეჟიმი
1 ამპულა 1-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 5-10 დღე.

დემოტონი - T-ს 1 ამპულა წინასწარ ზავდება 0,9%-იან ფიზიოლოგიურ ხსნარში ან  გლუკოზის 5%-იან ხსნარში ან დექსოლში(NaCl-0,9%+ დექსტროზა 5 %)  პრეპარატი შეიყვანება ი/ვ წვეთოვნად, ინფუზიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30-წთ. და არაუმეტეს 6-სთ.


გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივი დოზების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. B ჯგუფის ვიტამინების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში არსებობს ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობა, რომელიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ძალიან მაღალ დოზებში არსებობს A და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზის შესაძლებლობა.

 


უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტებზე.
უკუჩვენებაა ახალშობილებში (პრეპარატში არსებული ბენზილის სპირტის გამო). დექსაპანთენოლის გამოყენება აგრძალულია ჰემოფილიის და მექანიკური ობსტრუქციით გამოწვეული გაუვალობის დროს. 

შენახვის პირობები და ვადა
ინახება 250C–ზე ნაკლებ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
18 თვე.

რას გთავაზობთ
პუბლიკაციები
L- კარნიტინი პედიატრის პრაქტიკაში

100 წლის წინ რუსმა მეცნიერებმა ვ.ს. გულევიჩმა და ჰ. კრინბერგმა ძუძუმწოვართა კუნთების ექსტრაქტიდან მიიღეს კარნიტინი (ლათ. ჩარნის ხორცი) - ბუნებრივი ნაერთი, რომელიც შეუცვლელ ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმისათვის.

დაწვრილებით...
მედიკამენტები

ვრცლად
სარჩევი

© 2009 - 2024 SPESFARMA. ყველა უფლება დაცულია.